„სევილიაში“ ხესეს იჯარაზე საუბრობენ
ანდალუსიური კლუბი, მადრიდიდან კიდევე ერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი, ფეხბურთელის იჯარით აყვანას აპირებს.
როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, სევილიური გუნდის რიგებში, დენის ჩერიშევი გადავიდა, რომელსაც არ გაუმართლა და რამდენიმე დღეში მძიმე ტრავმა მიიღო.ჯერჯერობით უცნობია თარიღი, როდესაც რუსი შემტევი ლაზარეთიდან გამოეწერება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ „სანჩეს პისხუანის“ ბინადარნი, ხესეს თაობაზე მიმართავენ მადრიდელებს, რომელთანაც საკმაოდ თბილი ურთიერთობები აკავშირებთ.
„სევილია“ ნახევარწლიან იჯარის ხელშეკრულებაზეც თანახმაა და ფიქრობს, რომ ეს წინადადება „თეთრებსაც“ მოეწონებათ, რამეთუ როდრიგესს გამოცდილებისა და პრაქტიკი მიღების კარგი შანსი მიეცემა.
მოგეხსენებათ, კასტილიაში გაბრწყინებული ხესე, ძირითად დროს სათადარიგო სკამზე ატარებს.თუ არ ჩავთვლით ლიდერების ტრავმებსა და მწვრთნელის რიგ გადაწყვეტილებებს, მას ფაქტობრივად არ უწევს მოედანზე გამოსვლა.ყოველივე ამის გათვალისწინებით, არარის გამორიცხული რომ, იანვრის სატრანსფერო ბაზრის გახსნისას, მადრიდელებმა მის განათხოვრებას მწვანე აუნთონ.
marca.com
- 4 დეკემბერი 2013
- 1 191
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.