პეროტი – "რეალის" სამიზნე 2010 წლისთვის
მადრიდის "რეალი" დაინტერესებულია "სევილიას" ახალგაზრდა ვინგერით დიეგო პეროტით მომავალი სეზონისთვის.
21 წლის ფეხბურთელი კარგი ნადავლია ევროპული გრანდებისთვის სატრანსფერო ბაზარზე. ხორხე ვალდანომ გაგზავნა "სევილიაში" სკაუტები, რათა დააკვირდნენ პეროტის თამაშს.
დიეგოს კონტრაქტი "სევილიასთან" 2013 წლამდე აქვს, მაგრამ "რეალმა" უნდა გადაიხადოს 24 მლნ. ევრო, რათა მოიპოვოს მოლაპარაკებების უფლება ფეხბურთელთან.
მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, პეროტის უკვე ჰქონდა დებიუტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში. მან ითამაშა შაბათს ესპანელების წინააღმდეგ.
მაგრამ პეროტის გადმობირებას "სამეფო კლუბი" ზაფხულში გეგმავს. ახლა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კი "სევილიას" მეორე ფეხბურთელით დაცვის მარცხენა ფლანგელით ადრიანოთი ინტერესდებიან.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 20 ნოემბერი 2009
- 3 082
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.