რონალდუ: „მთავარია კოლექტიური ტიტულები“
კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიური ტელევიზიების კითხვებს უპასუხა.
სათამაშო ფორმა: „ვფიქრობ, ცხოვრებაში ნაყოფიერი მომენტი მიდგას.განვლილ წლებში, მოვლენები მნიშვნელოვნად განვითარდა, თუმცა მიმდინარე სეზონის სტარტი, წინამობედებზე უკეთესი გამოდგა.“
შვედებთან დუელი: „პორტუგალიის ნაკრების ნამდვილად იმსახურებდა მუნდიალის საგზურს.ჩვენ ყველაფერი გავიღეთ იმისათვის, რომ ზაფხულში ბრაზილიაში ვიასპარეზოთ.ორმატჩიანი დაპირისპირება უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მეორე პაექრობა, სადაც მყისვე ვუპასუხეთ მოწინააღმდეგის გოლებს.ამ მატჩის შემდეგ, დაძინება მიჭირდა.აქვე მინდა შევმთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ქომაგებს, რომლებიც სტადიონსა თუ მის გარეთ, მუდამ გვერდგში გვედგნენ.“
ინდივიდუალური მიღწევები: „ცხადია, პირველ საფეხურზე კოლექტიური ტიტულები დგას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ინდივიდუალურზე ფიქრი.პრიმერას ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელება მნიშვნელოვანია.რომ არა ჩემი თანაგუნდელების მხარში დგომა, ვერაფერს მივაღწევდი.“
მიზნები 2014 წელს: „ვიმედოვნებ, მომდევნო წელი უკეთესი იქნება ყველანაირი თვალსაზრისით.“
მუნდიალი: „მსოფლიოს ჩემპიონატი პორტუგალიის გარეშე ცუდი სანახავი იქნებოდა.რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს პირველობას ვერ დავპირდებით, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ.ჩვენი საწყისი მიზანი, ჯგუფური ეტაპის დაძლევაა.“
as.com
- 3 დეკემბერი 2013
- 1 842
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.