''რეალში'' ახალი სამკუთხედი შეიკრა
კარლო ანჩელოტი ცდილობს რადიკალურად გარდაქმნას მაურინიოს ''რეალი''. იტალიელი დიდ ყურადღებას უთმობს ბურთის კონტროლსა და ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირებას. სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებს ცოტა გაუჭირდათ ახალ ტაქტიკასთან შეგუება, თუმცა ალონსოს დაბრუნების შემდეგ, კარლიტოს მონდომებამ შედეგი გამოიღო, გუნდი სრულად აკონტროლებს ბურთს და რაც მთავარია საკმაოდ დახვეწილ ფეხბურთს თამაშობს.
ხედირას ტრავმის შემდეგ, ანჩელოტიმ სამეფო კლუბში ახალი სამკუთხედი ჩამოაყალიბა ისკოს, მოდრიჩისა და ალონსოს გარშემო. ''ლოს ბლანკოსმა'' გასულ მატჩში დაამხო სეზონის რეკორდი 745 ზუსტი გადაცემით, რაც, რათქმაუნდა ზემოხსენებული სამი ფეხბურთელის დამსახურებაა. იტალიელის განკარგულებაშია ასევე ილარა-კასემირო, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უპრობლემოდ ჩაანაცვლებენ ნახევარდაცვის ტრიოს.
გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ სამეფო კლუბს ჰყავს ტექნიკურად გამართული ნახევარდაცვა(სამკუთხედი), რომელთა კარნახითაც წარიმართება თამაში.
- 2 დეკემბერი 2013
- 3 190
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.