ბეილმა ჟურნალისტებიც მოხიბლა
წამყვანი ევროპული გამოცემები გარეთ ბეილის ჰეთ-თრიქით მოიხიბლნენ.
Daily Mail: „ვის ჭირდება რონალდუ? გარეთმა შესანიშნავი ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ხოლო „რეალმა“ 4-0 დაამარცხა „ვალიადოლიდი.“კრიშტიანუს არყოფნის პირობებში, გოლეადორის ნიღაბი უელსელმა მოირგო, რომელიც უკვე 13 მატჩში 9 ბურთს მოითვლის.ვფიქრობ, რთულია გავიხსენო ისეთი ფეხბურთელის გვარი, რომელსაც გარეთის მსგავსი სტარტი ჰქონდა ახალ გუნდში.“
Daily Telegraph: „ბეილის პირველი მადრიდული ჰეთ-თრიქით, „თეთრებმა“ დიდი ანგარიშით სძლიეს მეტოქეს.თამაშის დასრულების შემდეგ, ბრიტანელმა ახალგაზრდამ, თანაგუნდელებს ბურთზე ავტოგრაფები დააწერინა და სახლში წაიღო.“
The Guardian: „გარეთ ბეილი მე-2 ბრიტანელი გახდა, რომელმაც პრიმერა დივიზიონში ერთ მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო.მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა, ბრწყინვალე პასით ბენზემასაც გაატანინა.მას ექსტრაორდინარული სტარტი აქვს სამეფო კლუბში.“
L'Equipe: „ბეილმა წარმატებით გადაიბარა რონალდუსგან დირიჟორის პულტი.პორტუგალიელის არყოფნისას, ყურადღების ეპიცენტრში სწორედ უელსელი მოექცა, რომელმაც 3 გოლი და 1 ასისტი ჩაიწერა აქტივში.“
Diario Olé: „ბეილი რონალდუა.100 მილიონად შეფასებულმა მოთამაშემ დიდებული თამაში ჩაატარა.„ნოუ კამპზე“ განცდილი მარცხის შემდეგ, ანჩელოტის მადრიდი შეუჩერებელია.“
La Gazzetta dello sport: „„რეალის“ შესანიშნავი ასპარეზობა.მადრიდელების რონალდუს გარეშეც მოწოდების სიმაღლეზე არიან.სანამ კრიშტიანუ გამოჯანმრთელდება, სუპერვარსკვლავის მანტია ბეილმა მოირგო.“
- 2 დეკემბერი 2013
- 2 127
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.