„რეალმა“ ლიდერთან ჰანდიკაპი შეამცირა
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-15 ტური, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
სამეფო კლუბისა და „ატლეტიკოს“ დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, მესის გარეშე მოასპარეზე კატალონიურმა გრანმდა, ბასკური ბარიერი ვერ დაძლია.მეტიც, „სან მამესზე“ ჩასული კულე, შინ უქულოდ ბრუნდება, რაც ავტომატურად, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილს დაძაბულობას მატებს.
ამრიგად, ლა ლიგის 15 ტურის თავზე, „ბარსელონა“ და „როხიბლანკო“ თანაბარ, 40-40 ქულებს აგროვებენ, ხოლო „რეალი,“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება ლიდერებს.
რაც შეეხება მომდევნო უქმეებს, შესაძლოა კიდევ შეიცვალოს სურათი, რამეთუ „ნოუ კამპზე“ „ვილიარეალი“ ჩადის სათამაშოდ, რომელმაც მე-4 ადგილი დაკარგა, ხოლო „ვისენტე კალდერონი“ ვალენსიელებს უმასპინძლებს („თეთრები“ პამპლონას ესტუმრებიან.“
- 2 დეკემბერი 2013
- 2 777
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.