"გამაყრუებელი სტვენიდან, აბლოდისმენტებამდე"
კარიმ ბენზემას რადიკალური გარდასახვა..
როგორც ჩანს ფრანგი ცხრიანი ნელ-ნელა იწყებს ფორმაში შესვლას და გოლების გატანას. მან წელს უკვე 8 გოლს მოუყარა თავი ლა ლიგაში ეს მისთვის საუკეთესო დასაწყისია მისი "რეალში" გატარებული 4 წლიდან. ასევე 2 გოლით გამოიჩნა თავი მან ჩემპიონთა ლიგაზე. როგორც ჩანს იმ კრიტიკასა და შეძახილებს უკვალოდ არ ჩაუვლია, ბენზემა თავდაჯერებულობას იბრუნებს. უნდა აღინიშნოს ზიდანის წვლილიც კარიმის ასეთ გარდასახვაში, რადგან აშკარაა, რომ მაესტრო მართლაც ბევრს მუშაობს კარიმთან მის საუკეთესო ფორმაში მიღწევისათვის. ალბათ შენიშნავდით კიდეც, რომ ბენზემა ყოველი გატანილი გოლის შემდეგ პირველ რიგში ზიზუსთან მირბის ხოლმე და გოლს მას უძღვნის.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კარიმი გოლების გატანასთან ერთად საგოლე გადაცემებსაც უხვად არიგებს. ბენზემამ 2013/14 წლის ლა ლიგის სეზონში 14 თამაშში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბენზემას ასევე დაამყარა პირადი რეკორდი მან გაიტანა ლა ლიგის 5 მატჩში ზედიზედ, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია.[b][/b]
- 1 დეკემბერი 2013
- 2 875
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.