ბეილი: ”მადრიდში რასაც ველოდი ყველაფერი ახდა”
გუშინდელი მატჩის გმირმა და ჰეთ-თრიქის ავტორმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
”თანაგუნდელებმა განსაკუთრებულად მომილოცეს ჩემი დღევანდელი თამაშის გამო. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ”ბერნაბეუზე” გოლი გაგაქვს, მაგრამ ამას როცა სამჯერ აკეთებ, კიდევ უფრო სასიხარულოა. მადრიდში რასაც ველოდი, ნელ-ნელა ყველაფერი ხდება. ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. თავს ბედნიერად ვგრძნობ ამ საოცარ კლუბში, საოცარ გულშემატკივრებთან ერთად.”
”მართალია სამი გოლი გავიტანე, თუმცა მეტის გაკეთება შემიძლია. მინდა, რომ პროგრესი განვიცადო, ძალებს არ დავზოგავ, რომ უფრო და უფრო გავაუმჯებესო თამაში. ძალიან ბევრს ვსწავლობ კრიშტიანოსგან, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის ნამდვილად იმსახურებს ”ოქროს ბურთს”.”
”გოლის გატანასთან ერთად ყოველთვის სასიამოვნოა საგოლე გადაცემის გაკეთებაც, ეს ჩემი ერთ-ერთი მოვალეობაა. მინდა, მადლობა გადავუხადო მარსელოს, რომელმაც კომპანიონობა გამიწია.”
”ნელ-ნელა ჩემს პირველ უცხო ენას ვსწავლობ. ჯერ მართალია ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ მოედანზე თანაგუნდელებთან საუბარს ესპანურად ვცდილობ.”
- 1 დეკემბერი 2013
- 3 078
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.