„კახასოლი“ 62-97 „რეალი“
ესპანეთის პირველობის მე-8 ტურში, მადრიდელებმა მორიგი დამაჯერებელი და გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ჟურნალისტები და საკალათბურთო ექსპერტები, „კახასოლში“ ჩასულ „ბლანკოსს“ დიდ ბრძოლას უწინასწარმტყველებდნენ, რამეთუ მასპინძლები ბოლო 4 ტურის განმავლობაში დაუმარცხებლად თამაშობდნენ, თუმცა ამან დედაქალაქელებზე ზეგავლენა ვერ იქონია და ლასოს ბიჭებმა, კიდევ ერთ მეტოქეს გაავლეს მუსრი.
უკვე შესვენებაზე, „თეთრები“ 15 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ - 35:50, ხოლო საბოლოო სხვაობამ 35 ქულა შეადგინა - 62:97.მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ, გამთაშებელი სერხიო ლული დაასახელს, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმაც, 15 ქულასთან ერთად, 20 შეადგინა.
დანარჩენი მადრიდელების მონაგარი: რუდი ფერნანდესი (13), დარდენი (6), მიროტიჩი (13), მეხრი (9) რეიესი(8), კეროლი (14), სლოტერი (5), სერიო როდრიგესი (9), დრაპერი (0), ბურუსისი (5) და დიასი (0).
„ენდესა“ ლიგის მერვე ტურის თავზე, „რეალს“ 8 გამარჯვება აქვს და ვალენსიელებს 2 ქულით უსწრებს.
- 1 დეკემბერი 2013
- 1 456
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.