"რეალი" ნისტელროის მხოლოდ 15 მლნ. ევროდ შეელევა
ყველამ იცის, რომ რუუდ ვან ნისტელროის სურს მადრიდის "რეალის" დატოვება, რადგან მას არ ეძლევა მოედანზე დიდხანს ყოფნის საშუალება. ჰოლანდიელს სურს აჩვენოს ყველას, რომ გადალახა ტრავმების და ჩვეულ სტილში შეუძლია თამაში. მას ასევე სურს ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად წავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე. ამისთვის კი რა თქმა უნდა "ნარინჯისფერთა" მწვრთნელი ბერტ ვან მაარვიკი უნდა მოხიბლოს საკუთარი თამაშით.
ნისტელროიმ უკვე განაცხადა, რომ აპირებს დატოვოს მადრიდული გრანდი იანვარში. ფეხბურთელი მოძებნის ისეთ გუნდებს, რომლებიც მას შეპირდებიან ბევრ სათამაშო დროს, რადგან "ვან გოლს" მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა სურს.
"სამეფო კლუბი" მიხვდა, რომ რუუდი მაინც დატოვებს გუნდს და ფასიც დაადო ჰოლანდიელ გოლეადორს. ასე, რომ ვისაც მოესურვება ნისტელროის შეძენა მოუწევს 15 მლნ. ევროს გადახდა "ბლანკოსისთვის".
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 20 ნოემბერი 2009
- 2 497
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.