რამოსი: "დაძაბულობა უკან მოვიტოვეთ"

სერხიო რამოსმა ერთ-ერთ გამომცემლობასთან "ბარსელონასა" და "რეალის" ფეხბურთელთა დაპირისპირებაზე ისაუბრა, აგრეთვე მან სხვა თემებზეც გაამახვილა ყურადღება..

"დაძაბულობა უკან მოვიტოვეთ. ფეხბურთელებს შორის გადაჭარბებული აგრესია იგრძნობოდა მატჩის მიმდინარეობისას. ეს თითოეულ შეხვედრაში იგრძნობოდა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ წარსულზე. მომავალი წინ გვაქვს."

"ამბობდნენ, რომ ჩემსა და პიკეს შორის დაპირისპირება იყო, თუმცა ეს სიცრუეა. მე მასთან ვმეგობრობ, ის დიდებული ადამიანია."

"მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ ამბობს. იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. ჩემი ოჯახი ასეთი ხასიათისთვის ჩემში კარგ მატადორს ხედავდა, თუმცა მე ფეხბურთი ვარჩიე."

"ამის ნათელი მაგალითი პორტუგალია-ესპანეთი-ს შეხვედრაა, როცა მე თერთმეტმეტრიანი შევასრულე, ეს კი მას შემდეგ, რაც "ბაიერთან" პენალტი ვერ გავიტანე."

"ამის გამო ბევრმა გამაკრიტიკა, მინდოდა ყველა გამეჩუმებინა და პენალტი პანენკას სტილში გამეტანა."

"შეხვედრამდე დელ ბოსკეს ვესაუბრე და ვკითხე თუ პენალტი დაინიშნებოდა ან თერთმეტმეტრიანების სერია იქნებოდა, შემეძლო თუ არა დამერტყა. მას გაეცინა და მითხრა, რომ როცა ამის დრო მოვიდოდა ნერვებს არ ავყოლოდი. საბედნიეროდ მე ამის საშუალება მომეცა და ეს ისე გავაკეთე როგორც მინდოდა."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)