კრისტიანო დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს
30 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში სულეიმან დიავარამ კრისტიანო რონალდოს ტრავმა მიაყენა. პორტუგალიელმა "სევილიასთან" შეხვედრა გამოტოვა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში ტრავმა უფრო გაირთულა. ამის შემდეგ კრისტიანო "ბერნაბეუს" ტრიბუნიდან უყურებდა "ბლანკოსის" თამაშებს და უდიდესი სურვილი ჰქონდა დახმარებოდა თანაგუნდელებს.
მაგრამ მძიმე პერიოდი დასრულდა. სამშაბათს კრისტიანომ ექიმ ვან დეიკთან გაიარა შემოწმება და ყველაფერი რიგზეა. ფეხბურთელი გააგრძელებს ვარჯიშებს და პარასკევს უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშებს.
დღეს ალბათ კრისტიანო თანაგუნდელებს შეუერთდება და მათთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. ვარჯიშის შემდეგ მანუელ პელეგრინიმ უნდა გამოავლინოს განაცხადი შაბათს "რასინგთან" მატჩისთვის და შესაძლოა რონალდო არც შეიყვანოს განაცხადში, რადგან "კამპ ნოუზე" მნიშნელოვანი მატჩია და არავის სურს კიდევ ტრავმა მიიღოს პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 20 ნოემბერი 2009
- 2 804
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.