ელიზონდო: "ზიდანის გაძევება რთული იყო"
ჰორაციო ელიზონდომ, რომელმაც 2006 წლის მუნდიალის ფინალური შეხვედრა იმსაჯა, ზინედინ ზიდანის გაძევებაზე ისაუბრა..
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის გერმანიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და იტალია დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. ზიდანის ბრწყინვალედ შესრულებულ თერთმეტმეტრიანს მატერაციმ თავური დარტყმით უპასუხა. დამატებით დროში ზემოთ ხსნებულ ფეხბურთელებს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც ზინედინი მოედნიდან გააძევეს. შეხვედრის მთავარი არბიტრი ჰორაციო ელიზონდო გახლდათ, რომელმაც მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
"მე მომიეიწა მოედნიდან ისეთი ფეხბურთელის გაძევება, რომელიც იყო ძალზედ მნიშვნელოვანი მოთამაშე და კაპიტანი საფრანგეთის ნაკრებისა. ის იმ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ."
"ძალიან გამიჭირდა მისთვის წითელი ბარათის ჩვენება, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო."
"მას მერე ბევრი დრო გავიდა და დღემდე ყველა მეკითხება იმ ფაქტის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ჩემს კარიერაში ეს ყველაზე მნიშნელოვანი გადაწყვეტილება არ ყოფილა."
- 30 ნოემბერი 2013
- 4 503
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.