ასეც ხდება, ბლატერი რონალდუს მაისურით (!)
მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, რომელიც ციურიხში მდებარეობს, პორტუგალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე, ხოაკიმ ევანგელისტა იმყოფებოდა საქმიანი ვიზიტით.
საინტერესოა, რომ პატივცემულ ზეფ ბლატერთან შეხვედრისას, ევანგელისტამ ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, „ფიფას“ პრეზიდენტს მაისური უსახსოვრა, რომელზეც კრიშტიანუ რონალდუა გამოსახული, და შემდეგ სურათიც გადაიღო მასთან ერთად.
ევანგელისტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის სრულად გმობს შვეიცარიელის ცნობილ განცხადებას „კომანდორთან“ დაკავშირებით: „ვიმედოვნებ, მომავალში მსგავსი რეპლიკები აღარ დადგება დღის წესრიგში და „ფიფას“ პრეზიდენტიც, მხოლოდ პატივისცემით მიუდგება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს.“
as.com
- 30 ნოემბერი 2013
- 2 789
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.