პერესი: „გუნდი სწორ გზაზეა“
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინიო პერესმა, თავისი გუნდი შეაქო.
ფლორენტინიო პერესი კმაყოფილია თავისი გუნდის შედეგებით, ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე. შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა საჩუქრად "აუდისგან" ახალი მანქანები მიიღეს, ფლორენტინიო პერესმა კი ცერემონიაზე საჯაროდ გამოხატა გუნდის მხარდაჭერა.
"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, "გალათასარაისთან" დავინახეთ, რომ გუნდი სწორ გზას ადგას", - განაცხადა პერესმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში კარლო ანჩელოტის გუნდი სერხიო რამოსის გაძევების შემდეგ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ გუნდმა მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა თურქების 4:1 დამარცხება. გოლები ბეილმა, არბელოამ, დი მარიამ და ისკომ გაიტანეს.
წყარო
- 30 ნოემბერი 2013
- 1 705
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.