გაგო "რეალს" იანვარში დატოვებს
ფერნანდო გაგო "რეალს" იანვარში დატოვებს. ასეთია "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. მანუელ პელეგრინის არ მოსწონს მისი თამაში და მზადაა გუნდიდად გაუშვას ახალგაზრდა ფეხბურთელი.
გაგო "რეალს" 2007 წლის იანვარში შეუერთდა. ის გადმოვიდა "ბოკა ხუნიორსიდან" 20 მლნ. ევროდ "ახალი რედონდოს" სტატუსი, მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო.
ბევრ გულშემატკივარს იმედი ჰქონდა, რომ არგენტინელი თავის თამაშს იპოვნიდა, მაგრამ დრო გადიოდა, გაგო კი ვერამართლებდა იმედებს. როცა ის ბურთს მიიღებდა, "ბერნაბეუს" ტრიბუნები სტვენით ხვდებოდა.
ასევე პრესამ გაავრცელა ხუთი ის ფეხბურთელი, რომელიც სეზონის ბოლოს "ბლანკოსს" დატოვებს. ესენი იქნებიან: დუდეკი, დრენტე, მეცელდერი, მაჰამადუ დიარა და ვან ნისტელროი.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 20 ნოემბერი 2009
- 3 491
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.