რამოსსა და პრეზიდენტს შორის განხეთქილებაა
სერხიო რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის შავმა კატამ გადაირბინა.
"გალათასარაისთან" შეხვედრის 26-ე წუთზე სერხიო რამოსის მოედნიდან გაძევებას ანჩელოტის ცუდი გამოხმაურება მოყვა, ამის შემდეგ ჟოზე რამონ დე ლა მორენამ ისაუბრა ფლორენტინოსა და რამოსს შორის არსებულ დაპირისპირებაზე.
გუშინ კი აუდის მანქანების გადაცემის ღონისძიებისას, რომელსაც "მადრიდის რეალის" ფეხბურთელები და კლუბის მესვეურები ესწრებოდნენ მცირე ინციდენტს ქონდა ადგილი. კერძოდ, სურათების გადაღებისას, როცა ფლორენტინო პერესი ესალმებოდა გუნდის ფეხბურთელებს, სერხიო რამოსმა არ ჩამოართვა ხელი პრეზიდენტს.
ამ ინციდენტის შემდეგ უკვე აქტიურად მიდის ლაპარაკი სერხიო რამოსის კლუბიდან აბარგების შესახებ.
- 29 ნოემბერი 2013
- 2 944
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.