ბეილი: „მადრიდში ბევრი ტიტულის მოგება მინდა“
გერმანული ავტომარკისაგან, გარეთ ბეილს „Q7 (3.0 TDI)“ ერგო.სპეციალურად გამართულ ცერემონიაზე, უელსელმა ჟურნალისტებს მადრიდში განცდილი ემოციების შესახებ უამბო.
„ჩემი აზრით, მადრიდის „რეალი“ საუკეთესო კლუბია დედამიწაზე.ჩვენ საუკეთესო სტადიონზე ვთამაშობთ და შემადგენლობაშიც საუკეთესო მოთამაშეები ირიცხებიან.სწორედ ეს გახლდათ მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადმოვედი ესპანეთში.მინდა, რომ „ბლანკოსთან“ ერთად ბევრი ტიტული მოვიგო.“
„ვფიქრობ, კრიშტიანუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.მიმდინარე სეზონი ნათელს ჰფენს ჩემს სიტყვებს.მიუხედავად დიდი ზეწოლისა, რონალდუ შესანიშნავად თამაშობს.“
„განვლილი ზაფხული რთული გამოდგა, რამეთუ მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ გაიწელა, თუმცა როდესაც აგენტმა მითხრა, რომ შეთანხმება მიღწეული იყო, საოცარი გრძნობა დამეუფლა.უწინარესად, ოჯახის წევრებს გავუზიარე ემოციები.“
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქომაგებს.ვპირდები მათ, რომ თითოეულ მატჩის 100 პროცენტით დავიხარჯები.“
„ვარჯიშებზე თავდაუზოგავად ვმუშაობ, რათა რაც შეიძლება მეტჯერ შევძლო თავის გამოჩენა მატჩებში.ვიმედოვნებ, მადრიდში არა ერთ წელს გავატარებ და უამრავ თასს მოვიგებ.“
„რა თქმა უნდა, მადრიდული დებიუტი მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახოვრება.ეს, ოცნების ახდენის დღე იყო.“
„მინდა აღვნიშნო, რომ კლუბში ძალიან თბილად მიმიღეს, რაც ადაპტაციის პროცესში დიდად მეხმარება.ერთი სიტყვით, თავს ბედნიერად ვგრძნობ.“
„თანაგუნდელები ესპანურის შესწავლაში მეხმარებიან.ბუნებრივია, ამას თან ახლავს კურიოზები, რაც ნორმალურია.ამ ეტაპზე, ყველა მთავარი ენის ათვისებაა, რაც უფრო გამიადვილებს ყოფას.“
„საინტერესოა, როდესაც კომპეტენტური ადამიანი გაკვეთილს გიტარებს მანქანასთან დაკავშირებით.“
realmadrid.com
- 29 ნოემბერი 2013
- 1 966
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.