ზედიზედ მე-7 გამარჯვება ევროლიგაზე
სამეფო კლუბის კალათბურთელებმა, ევროლიგის მე-7 ტურის მატჩი, სტუმრად, გერმანიაში გამართეს.
მადრიდისტები ამ შემთხვევაშიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და 69-89 დაამარცხეს „ბრონზე ბამბერგი.“პაბლო ლასოს შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ.თუ არ ჩავთვლით პირველ მეოთხედს, რომელიც ფრედ 20-20 დასრულდა, „თეთრებმა“ ყველა მეოთხედში მოიპოვეს გამარჯვება (18-23; 11-17; 20-29).
შეხვედრის ყველაზე ღირებული კალათბურთელის წოდება, რა თქმა უნდა, ნიკოლა მიროტიჩმა არავის დაუთმო.ამ უკანასკნელმა 20 ქულას, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც დაუმატა.არანაკლებ შედეგიანად ითამაშეს სერხიო როდრიგესმა (19 ქ; 1 მ; 4 პ; 4 ჩ.) და რუდი ფერნანდესმა (13 ქ; 3 მ; 8 პ; 4 ჩ; 1 დ.).ამასთანავე გამოსარჩევია ლონის ბურუსისის სასარგებლო გარჯაც.ის 12 მოხსნით დაეხმარა საკუთარ გუნდს.
რაც შეეხებათ დანარჩენი მადრიდელების მონაგარს: ფელიპე რეიესი (9 ქ;), ტრემლენ დარდენი (2), სერხიო ლული (4), ჯეისი კეროლი (9), ბურუსისი (6), დონტეი დრაპერი (8).
ცნობისთვის, „რეალი“ B ჯგუფს 7 მოგებით ლიდერობს.ისინი მომდევნო დაპირისპირებას მილანში გამართავენ.
- 29 ნოემბერი 2013
- 1 505
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.