"რეალი" და "ბარსელონა" 8 წლის არგენტინელისათვის იბრძოლებენ
მადრიდის "რეალი" და კატალონიური "ბარსელონა" 8 წლის არგენტინელით კლაუდიო ნიანკუფილოთ დაინტერესდნენ.
ახალგაზრდა ფეხბურთელის ტალანტმა მოხიბლა ესპანური გრანდები. მოთამაშის შეძენით ასევე დაინტერესებული გახლავთ ინგლისისა და საფრანგეთის მთელი რიგი კლუბები.
2014 წლის დასაწყისში ნიანკუფილი, რომელსაც სამშობლოში "ახალ მესის" ეძახიან, ესპნაეთში ჩავა. იგი ესტუმრება "რეალისა" და "ბარსელონას" საფეხბურთო სკოლებს და გაეცნობა გუნდების ისტორიას.
როგორც ლიონელ მესის კლაუდიოსაც ზრდის პრობლემა აქვს. "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ, ნიანკუფილოს მშობლებს უკვე შესთავაზა მკურნალობის საკუთარ თავზე აღება. როგორც ჩანს, პატარა არგენტინელის ოჯახს ჯერ არ გადაუწყვეტია თუ სად გააგრძელებს თამაშს 8 წლის ვუნდერკინდი.
La Gazzetta dello Sport
- 28 ნოემბერი 2013
- 3 397
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.