სერხიომ ანტონიო პუერტა გაიხსენა
სერხიო რამოსმა პატივი მიაგო მის გარდაცვლილ მეგობარს.
სერხიო რამოსმა პატივი მიაგო მის გარდაცვლილ მეგობარს, ანტონიო პუერტას, რომელიც დღეს 29 წლის გახდებოდა, რომ არა 2007 წლის 25 აგვისტოს საბედიწერო ღამე, როდესაც მას გულის შეტევა ჰქონდა, "სევილია" - "ხეტაფეს" მატჩში. სამი დღის შემდეგ ფეხბურთელი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"მე მინდა გავიხსენო ჩემი დიდი მეგობარი ანტონიო პუერტა, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს. ჩვენ შენ არ დაგივიწყებთ... 16", - წერს მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი, თავისი "თვითერის" გვერდზე.
წყარო
- 28 ნოემბერი 2013
- 2 623
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.