„გალათასარაი“ მადრიდში ჩაფრინდა
თურქები უკვე ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებიან.
"გალათასარაი" მადრიდში ჩაფრინდა, სადაც ხვალ ადგილობრივ "რეალს" დაუპირისპირდება, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში. რობერტო მანჩინის გუნდს თან ახლდა გულშემატკივრების დიდი ჯგუფი, თუმცა ფანების უმრავლესობა მადრიდში ხვალ ჩაფრინდა. მოსალოდნელია, რომ "ბერნაბეუდან" თურქულ კლუბს 3500 გულშემატკივარი დაუჭერს მხარს. გუნდს კარგი შანსი აქვს პლეი-ოფში გასვლის, "იუვენტუსის" ნაცვლად.
გუნდს, რომელსაც რობერტო მანჩინი წვრთნის, ბოლო გამარჯვება "სივასპორის" (2-1) წინააღმდეგ მოიპოვეს, მაგრამ თურქეთის ჩემპიონატში მათ მე-4 პოზიცია უკავიათ 22 ქულით და ლიდერ გუნდს, "ფენერბახჩეს", 9 ქულით ჩამორჩებიან.
ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ურუგვაელი მეკარე ფერნანდო მუსლერა, რომელმაც ტრავმის გამო გამოტოვა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი, სადაც მისი გუნდი იორდანიის ნაკრებს დაუპირსპირდა და ის მადრიდში გუნდს არ გაჰყოლია. მატჩს ასევე გამოტოვებს "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ჰამიტ ალტინტოპი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს მოედანზე აგსვლას.
მიუხედავად ამისა, ხვალ "ბერნაბეუზე" თამაშს შესძლებს ფეხბურთელი, რომელსაც წარსულში "რეალის" მაისური ეცვა, ჰოლანდიელი უესლი სნეიდერი. მან უკვე ივარჯიშა გუნდთან ერთად.
წყარო
- 26 ნოემბერი 2013
- 1 711
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.