რონალდუს ბუცებს ხესე მოირგებს
იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ბეილი მარჯვენა ფრთაზე დარჩება, რაც იმის ნიშანია, რომ პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავის ადგილს, ახალგაზრდა შემტევი დაიკავებს.
ანჩელოტის ხესესი ეიმედება, რომელიც კარიერის განმავლობაში სწორედ მარცხენა ფლანდიდან აწიოკებს მოწინააღმდეგეებს.საკმაოდ სწრაფ და ტექნიკურ 20 წლის მოთამაშეს, პირველი გუნდის რიგებში მწირი სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა მიუხედავად ამისა, ის მაინც ავლენს თავის პოტენციალს.
ალბათ, გახსოვთ, როგორ ჩაერთო ხესე „ნოუ კამპზე“ გამართულ ორთაბრძოლაში, სადაც მატჩის მიწურულს თავის გამოჩენაც კი მოახერხა.შესანიშნავად გამოვიდა მოედანზე „ალმერიასთან“ შეხვედრაშიც.მან ტრავმირებული რონალდუ შეცვალა და არც მეტი არც ნაკლები, 45 წუთის განმავლობაში 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო, რითიც უფრო მოიპოვა მწვრთნელის ნდობა.
რა თქმა უნდა, ფორმის პიკში მყოფი პორტუგალიელის „ბუცების მორგება“ ადვილი საქმე არ გახლავთ, თუმცა 100 პროცენტით მოტივირებულმა როდრიგესმა, ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ უნდა დატოვოს.
ცნობისთვის, თუ „ვალიადოლიდამდე“ კრიშტიანუმ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, ხესეს ზედიზედ 3 მატჩის ჩატარება მოუწევს სასტარტოში, რამეთუ „რეალის“ „შვიდიანი“ სათასო მატჩსაც გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო.
marca.com
- 26 ნოემბერი 2013
- 3 085
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.