რონალდუ „ვალიადოლიდთანაც“ საეჭვოა, ხოლო ვარანი...
როგორც უკვე იცით, სამეფო კლუბის ფეხბურთელები, „გალასთან“ დაპირისპირებას დანაკლისით ხვდებიან.
ესპანური მედიის ვარაუდი გამართლდა და კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს.მართალია, პორტუგალიელის შემთხვევაში მძიმე ტრავმასთან არ გვაქვს საქმე, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი რისკისგან თავს იკავებს: „რონალდუ მხოლოდ ოთხშაბათს შეძლებს ვარჯიშის დაწყებას.ჩვენ დავაკვირდებით მის პროგრესს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტურში“ - დასძინა კარლიტომ.
რაც შეეხება ფრანგ მცველს, მისი მდგომარეობა არასახარბიელოა.ვარანს ძველი დაზიანება არ აძლევს საშუალებას, სრულყოფილი ვარჯიშისა და თამაშისა.რაფაელს 12 დღის განმავლობაში მოუწევს უქმად ყოფნა: „გუშინ, მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება გაიარა.ექიმებმა ვარანს 12 დღით მუხლის დასვენება ურჩიეს.საბედნიეროდ, ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება“ - დაამატა ანჩელოტიმ.
as.com
- 26 ნოემბერი 2013
- 2 299
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.