პელეგრინს კასილასი სურს
"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობას სურს, რომ კასილასი მომავალი სეზონისთვის შეიძინოს.
"სიტის" მეკარის პრობლემები აქვს. თავდაპირველად გუნდის პირველი მეკარე ინგლისელი ჯო ჰარტი იყო, მაგრამ პელეგრინი მისი თამაშით კმაყოფილი არ არის და საჯაროდ განაცხადა, რომ მას მოსამატებელი აქვს. ჰარტმა ითამაშა პრემიერლიგის პირველი 9 შეხვედრა და ჩემპიონთა ლიგის 3 შეხვედრა (12 მატჩში გაუშვა 15 გოლი). "ნიუკასლთან" მატჩში ჩილელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილება შეცვალა და ძირითად შემადგენლობაში პანტილიმონი დააყენა. მეკარემ ბოლო 6 შეხვედრა ჩაატარა, სადაც მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.
პელეგრინის ფავორიტი იკერ კასილასია, რომელთან ერთადაც 2009-2010 სეზონში მუშაობდა.
იკერი მოიცდის, სანამ სეზონი დასრულდება. მას ზამთარში წასვლა არ უნდა, თუმცა თუ სიტუაცია არ შეიცვლება, "ბლანკოსის" მეკარე სხვა გუნდში გადავა. მას პრემიერლიგა ყოველთვის იზიდავდა. 2005 წელს კასილასის შეძენით "იუნაიტედი" იყო დაინტერესებული, რაც იმით დასრულდა, რომ ესპანელს კონტრაქტი 2017 წლამდე გაუხანგრძლივეს.
წყარო: As
- 26 ნოემბერი 2013
- 1 565
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.