მადრიდისტების 100 პროცენტიანი შედეგი
მიმდინარე სეზონში, სამეფო კლუბის საკალათბურთო გუნდი, ორივე ფრონტზე, მოწოდების სიმაღლეზეა.
ესპანეთის პრიველობაზე, პაბლო ლასოს შეგირდების, 7 ტურის თავზე, 7 მოგება დაუგროვდათ (ბურთების შეფარდება 630:471-ზე) და ამდენივე ქულით, „ენდესა“ ლიგის ერთპიროვნული ლიდერები არიან.
„თეთრებმა“ სეზონის სტარტიდან დღემდე, შემდეგი მოწინააღმდეგეები დაამარცხეს:
„რეალი“ 87-53 „ვალიადოლიდი“
„რეალი“ 105-72 „ლაბორა კუტქსა“
„მურსია“ 81-88 „რეალი“
„რეალი“ 92-75 „ბილბაო ბასკეტი“
„რეალი“ 111-63 „ლა ბრაუქსია“
„ერბალაიფ გრან კანარია“ 70-75 „რეალი“
„რეალი“ 72-57 „ესტუდიანტესი“
ამ მომენტისათვის, ქვეყნის პირველობაზე დედაქალაქელების მხრიდან ყველაზე შედეგიანი, ნიკოლა მიროტიჩია (საშუალოდ 16.1 ქულა, 6.7 მოხსნა, 0.9 ასისტი).მას შემდეგ მოდიან, სერხიო როდრიგესი (12.9 ქ; 1 მ; 6.4 პ), ჯეისი კეროლი (12.1 ქ; 1.7 მ; 0.4 პ.), რუდი ფერნანდესი (11.8 ქ; 3 მ; 2.7 პ.), სერხიო ლული (10.9 ქ; 2.6 მ; 3.6 პ.).აქვე გეტყვით, რომ პერიმეტრიდან ყველაზე შედეგიანი კეროლია, რომელიც საშუალოდ 4.4 სამქულიანს აგდებს კალათში.
რაც შეეხება ევროპალიგას, მადრიდისტები აქაც ასპროცენტიანები არიან - 6 შეხვედრაში 6 გამარჯვება და ცხრილის ასევე ერთპიროვნული ლიდერობა.
მათ შემდეგი მეტოქეები დაამარცხეს:
„ჟალგირის კაუნასი“ 63-83 „რეალი“
„რეალი“ 98-58 „ბროუს ბასკეტსი“
„რეალი“ 93-74 „ემპორიო არმანი მილანი“
„სტრასბურგი“ 66-85 „რეალი“
„რეალი“ 103-57 „ანადოლუ ეფესი“
„რეალი“ 95-67 „ჟალგირის კაუნასი“
ამ შემთხვევაშიც, შემადგენლობის საუკეთესო კალათბურთელი მიროტიჩია, რომელიც საშუალოდ 14.2 ქულას, 5.5 მოხსნას, 0.8 პასსა და 1.3 ჩაჭრას აგროვებს.
- 25 ნოემბერი 2013
- 1 852
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.