„ესპანიზაცია“ - გუნდის ახალი კურსი?
ბოლო დროს, გუნდში ესპანელი ფეხბურთელების მატება შეიმჩნევა.
როდესაც ფლორენტინიო პერესი მეორედ იქნა არჩეული მადრიდის "რეალის" პრეზიდენტად, მან პირობა დადო, რომ გუნდისთვის ახალ კურსს აირჩევდა. გარდა იმისა, რომ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს, ფლორენტინიოს სურს, რომ გუნდის ძირითადი ხერხემალი ესპანელი ფეხბურთელები იყვნენ. და აი, ოთხი წლის შემდეგ გუნდი იწყებს გარდაქმნას, ვინაიდან გუნდში თანდათან მატულობს ესპანელ ფეხბურთელთა რიცხვი.
"ალერიასთან" მატჩში მოედანზე ერთდროულად 9 ესპანელი ფეხბურთელი იმყოფებოდა. მათგან ძირითად შემადგენლობაში იყვნენ შემდეგი ფეხბურთელები: დიეგო ლოპესი, დანი კარვახალი, სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა, ჩაბი ალონსო, ასიერ ილიარამენდი და ისკო ალარკონი. მეორე ნახევრის დასწყისში, რონალდუმ მცირე დაზიანება მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ხესე როდრიგესი გამოვიდა. მალევე კარიმ ბენზემამ თავისი ადგილი დაუთმო ალვარო მორატას. ალვაროს შემოსვლის შემდეგ, მოედანზე ერთდროულად 9 ესპანელი ფეხბურთელი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ ბეილი და პეპე იყვნენ სხვა ქვეყნის წარმომადგელები. მალე კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა: მოედანი ილიარამ დატოვა და მის ნაცვლად კაზემირო შემოვიდა, ამის შემდეგ ესპანელების რიცხვი რვამდე შემცირდა.
წყარო
- 25 ნოემბერი 2013
- 1 940
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.