მორატა:"ხუთი გოლის გატანა ადვილი არ არის"
ალვარო მორატას მატჩის შემდგომი კომენტარი...
ახალგაზრდა მორატამ "ალმერიასთან" ბოლო, მეხუთე გოლი გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებს პატარა ინტერვიუ მისცა:
"გუნდის თითქმის ყველა წევრმა ითამაშა ნაკრებში, ამიტომ დაღლილები ვიყავით. ამას პლიუს მგზავრობა და ვარჯიში. ასეთ მდგომარეობაში ხუთი გოლის გატანა ძალიან რთულია. გამიმართლა და გოლი გავიტანე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ."
ალვარომ ასევე გუნდის ლიდერზე, კრიშტიანუ რონალდუზე და მის ფიზიკურ კონდიციებზე ისაუბრა:
"ნორმალურია, ის დაიღალა. რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა იგი ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც სჭირდება დასვენება. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ მცირედი დაზიანებაა და იგი შემდეგ თამაშში იქნება. კრიშტიანუ ჩვენ ძალიან გვჭირდება."
მორატამ თავის კონდიციებზეც ისაუბრა:
"მე საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ, გოლები გამაქვს, მწვრთნელი და გუნდი მენდობა, რისთვისაც მადლიერი ვარ. ძალიან ბევრი გამოცდილი თანაგუნდელი მყავს, რომელებიც მე რჩევებს მაძლევენ. მიხარია, რომ ამ გუნდის მაისურს ვატარებ."
როგორც მოგეხსენებათ, "ალმერიასთან" მატჩში "რეალის" შემადგენლობაში 9 ესპანელი იყო. ალვარომ ამ ფაქტზეც გააკეთა კომენტარი:
"როდესაც მოედანზე ამდენი ახალგაზრდა ესპანელია, სასიხარულოა. ეს ადასტურებს რომ ესპანეთის საკმაოდ ძლიერი თაობა ჰყავს. "რეალის" აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა."
ბოლოს, მორატამ მადრიდის "რეალზე" ისაუბრა. მისი განცხადებით, იგი ამაყია, რადგან "რეალის" ღირსებას იცავს:
"ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის, თუმცა უფრო მეტია საჭირო. გუნდში რამოდენიმე ახალი მოთამაშეა, ისინი გუნდს ეხმარებიან და ფეხბურთელებთანაც არ უჭირთ შეთამაშება. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ დიდი გუნდი ვართ!".
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 24 ნოემბერი 2013
- 1 877
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.