ანჩელოტი: „კარგი მატჩი იყო“
კარლო ანჩელოტის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია.
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრნელმა, კარლო ანჩელოტიმ, "ალმერიასთან" გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა შეაქო ფეხბურთელები და განაცხადა, რომ იგი კმაყოფილია გამარჯვებით, ეროვნული ნაკრებების თამაშის შემდეგ: "მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი მატჩი იყო. ჩვენ მეტოქე გუნდს არაფერი დავუთმეთ, გავიტანეთ გოლები და ეს მნიშნელოვანია. გუნდის ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა. ჩენ ამ გზით უნდა ვიაროთ, რადგან ახლა ყველაფერს კარგად ვაკეთებთ. ჩვენ ბევრი პრობლემები გვქონდა, სანაკრებო მატჩების გამო, მაგრამ დღეს განსხვავებული თამაში ჩავატარეთ, რითაც ბედნიერნი უნდა ვიყოთ."
მას შემდეგ, რაც სამი ხედირამ ტრავმა მიიღო, ანჩელოტიმ ნახევარდაცვაში გარკვეული ცვლილებები გააკეთა. როდესაც მას ამ საკითხზე საუბარი სთხოვეს, მან განმარტა: "ილიარა ბოლო ორი კვირის განმავლობაშ ნამდვილად კარგად მუშაობდა. ის კარგა ფორმაშია, ისევე როგორც ისკო, რომელიც ასევე ძალიან კარგად მუშაობდა. ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ცვლილება, რადგან უფრო კომფორტულათ ყოფილიყვნენ თავიაანთ პოზიციებზე. ილიარამ და ჩაბიმ ძალიან კარგად ითამაშეს, გუნდი დაბალანსებული იყო, რაშიც განსაკუთრებით დიდი წვლილი ამ ორ ფეხბურთელს მიუძღვის."
რაც შეეხება გუნდის სათამაშო სტილს, ანჩელოტიმ თქვა: "მე ვფიქრობ, რომ ნიშვნელოვანია გუნდმა ითამაშოს სხვადასხვა გზით, რითაც მოთამაშეები უპრობლემოდ ითამაშებენ სხვადასხვა პოზიციაზე. დღეს ჩვენ რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, ილიარა და ისკო უფრო მეტად კომფორტულად გრძნობდნენ თავს. მოდრიჩთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ იგივე სისტემით, ხედირასთან ერთად. კაზემიროს შეუძლია ხედირას ჩანაცვლება გუნდის სტრუქტურაში, მისი მახასიათებლების გამო."
კრიშტიანუ რონალდუმ მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანი ფიზიკური პრობლემების გამო დატოვა. ანჩელოტიმ ამაზე განაცხადა: "მას ჰქონდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ არც თუ ისე მნიშნელოვანი. მისი კუნთები არის ცოტა გადაღლილი, მაგრამ ვფიქრობ, ის უკეთესად იქნება მალე. ის სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს, მაგრამ ეს არ არის მნიშნელოვანი პრობლემა. რონალდუმ მატჩის დასაწყისში გოლი გაიტანა, მაგრამ ამის შემდეგ გარკვეული პრობლემები შეექმნა."
მადრიდის "რეალი" თამაშს აკონტროლებდა. თუმცა, მწვრთნელმა თქვა: "პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში მატჩის კონტროლი დავკარგეთ. ჩვენ ოდნავ შევნელდით, მაგრამ ეს უმნიშვნელო დეტალი იყო. ჩვენ მეორე გოლის გატანა პირველ ნახევარში შეგვეძლო." რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მან განაცხადა: "ისინი ახალგაზრდები არიან და მათთან სიფრთხილეა საჭირო. მათ სურთ აჩვენონ, რომ ისინი მზად არიან მადრიდის "რეალში" თამაშისთვის."
წყარო
- 24 ნოემბერი 2013
- 2 125
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.