კრიშტიანუ უგო სანჩესს გაუთანაბრდა
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ "ლა ლიგაში" გატანილი გოლებით უგო სანჩესს გაუთანაბრდა, ორივე ფეხბურთელის აქტივში 164 გოლია.
პრიპერას მე-14 ტურში სამეფო კლუბმა სტუმრად "ალმერიას" შეხვდა. "ბლაკოსის" 7-იანმა კრიშტიანუ რონალდუმ "ალმერიას" კარი მე–3 წუთზე აიღო. გატანილი გოლი 164–ე აღმოჩნდა პორტუგალიელისთვის და შედეგად "ლა ლიგაში" გატანილი გოლებით პორტუგალიელი უგო სანჩესს გაუტოლდა. შეგახსენებთ, კრიშტიანუს 164 გოლის გასატანად 149 მატჩი დასჭირდა, ხოლო სანჩესს კი 207 მატჩი.
"თეთრების" გენარალი შესანიშნავ ფორმაშია, "პრიმერას" მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი. ველოდებით პორტუგალიელის ახალ გამოწვევებს.
Realmadrid.Com
- 24 ნოემბერი 2013
- 2 793
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.