ბენზემას მე-200 ოფიციალური მატჩი
მადრიდის "რეალის" ფრანგი შემტევი კარიმ ბენზემა, მეხუთე სეზონია სამეფო კლუბის ღირსებას იცავს...
დღეს კარიმ ბენზემამ მე-200 ოფიციალური შეხვედრა ჩააატარა "ბლანკოსის" მაისურით. ფრანგმა ფორვარდმა 200 მატჩში 96 გოლი გაიტანა. "თეთრების" 9-იანის დებიუტი 2009 წლის 29 აგვისტოს, "დეპორტივოსთან" მატჩში შედგა. პირველი გოლი თეთრი მაისურით მან 2009 წლის 20 სექტემბერს, სანტიაგო ბერნაბეუზე "ხერესთან" გამართულ შეხვედრაში გაიტანა.
კარიმს მადრიდის "რეალთან" ერთად ლა ლიგა, სამეფო თასი და ესპანეთის სუპერთასი აქვს მოგებული. ბენზემა სამეფო კლუბის ისტორიაში მოასპარეზე ფრანგ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზეა ყველაზე მეტი გატანილი გოლით, ჩატარებული მატჩების მხრივ კი მხოლოდ ზინედინ ზიდანს ჩამორჩება.
Realmadrid.Com
- 24 ნოემბერი 2013
- 1 645
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.