ხესუს ნავასი შესაძლოა "რეალში" ვიხილოთ
ხესუს ნავასი, დავიდ სილვა, ხუან მატა და სესკ ფაბრეგასი – მომავალი სეზონის სამიზნეები.
სანაკრებო შეხვედრების დროს ფლორენტინო პერესმა თვალი მიადევნა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელების თამაშს. როგორც ჩანს, მადრიდელებს ისევ სურთ გუნდში მოიყვანონ ესპანელი მოთამაშეები.
ასე, რომ მომავალი სეზონის მთავარი სამიზნეები იქნებიან: ხესუს ნავასი, დავიდ სილვა, ხუან მატა და სესკ ფაბრეგასი. პერესს ძალიან სურს ამ ფეხბურთელების ხილვა თავის გუნდში.
რამდენიმე დღის წინ "რეალის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურდა ფაბრეგასისა და სილვას შეძენა, მაგრამ მოულოდნელი იყო მატასა და ნავასის ტრანსფერებზე ფიქრი. თუ მატას ტრანსფერი შედგა, ის დაუბრუნდება მშობლიურ კლუბს 2007 წლის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ "ვალენსიას" ფეხბურთელი "სამეფო კლუბის" აღზრდილია. ნავასის ტრანსფერი ძალიან ჰგავს სერხიო რამოსის ტრანსფერს მადრიდულ გრანდში.
ასევე გუნდი სხვა ფეხბურთელებითაც ფიქრობს გაძლიერებას. იგეგმება ალვარო ნეგრედოს დაბრუნება. რაული და ვან ნისტელროი ასაკში არიან და 24 წლის ნეგრედო მათი ღირსეული შემცვლელი იქნება. "რეალი" ფლორენტინო პერესთან ერთად იწყება ახალ საფეხბურთო რევოლუციას.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 19 ნოემბერი 2009
- 3 853
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.