ანჩელოტი: „კრიშტიანუს დასვენა არ სჭირდება“
კარლო ანჩელოტიმ, პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურის მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა.
ფეხბურთელების კონდიციები: „რა თქმა უნდა, რამდენიმე მოთამაშის მდგომარეობა არარის დამაკმაყოფილებელი.დი მარია, ხედირა, კოენტრაუ და მარსელო მომავალ პაექრობას გამოტოვებენ.დანარჩენები ინტენსიურად ვარჯიშობენ, თუმცა სანაკრებო ბატალიებმა გარკვეული დაღი მაინც დაგვასვა.“
სქემის შეცვლა: „ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, როგორი ტაქტიკით ვითამაშებთ ხვალინდელ შეხვედრაში.“
კაზემირო: „შესაძლებელია ილიარა-ალონსოს, ან ალონსო-კაზემიროს ტანდემი გამოვიყვანო მოედანზე, რომლებიც ისკოს უკან ითამაშებენ.რაც შეეხება კონკრეტულად ბრაზილიელს, მართალია მას სექტემბერის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რამეთუ ის შესანიშნავ კონდიციებშია.“
განწყობა: „გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს, რამეთუ სანაკრებო პაუზიდან, მადრიდისტები ბედნიერები დაბრუნდნენ.ერთადერთი პრობლემა, რომელიც გვაწუხებს, ტრავმებია.
ვარანი: „გამომდინარე იქედან, რომ რაფაელმა საფრნაგეთის რიგებში ითამაშა, მის მუხლს დასვენება სჭირდება.ჩვენ ვუფრთხილდებით ფეხბურთელს, რათა შემდეგში უფრო დიდ პრობლემას არ გადავაწყდეთ.“
ესპანეთის აფრიკული ტურნე: „ვფიქრობ, მარტიდან ამოვისუნქებთ, რამეთუ სანაკრებო თამაშები აღარ იქნება.ესპანელებმა 3 ღამე თვითმფრინავში გაატარეს.ბუნებრივია, ასეთი ტურნე კლუბებისათვის სასარგებლო არარის.კალენდარს სწორი დაგეგმარება სჭირდება.“
რონალდუს როლი გასახდელში: „არვიცი, აკისრია თუ არა მას განსაკუთრებული როლი გასახდელში, მაგრამ ფაქტია, რომ დღესდღეობით, მსოლფიოში საუკეთესო ფეხბურთელია.ჩვენთვის დიდი პლიუსია პორტუგალიელის გუნდში ყოფნა.ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ დაღლილია და დასვენება სჭირდება.დისკვალიფიკაციის გამო, მას ისედაც მოუწევს სამეფო თასის პირველი მატჩის გამოტოვება.“
as.com
- 22 ნოემბერი 2013
- 2 471
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.