რონალდუ: "შეიძლება ეს ჩემი კარიერის საუკეთესო წლებია"

კრიშტიანო რონალდუ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

გახარებული ხართ?

დიახ, მე ძალიან მიხარია და ჩემს ოჯახსაც ძალიან უახირა. თამაშის შემდეგ ვესაუბრე მათ. მე მიხარია ასევე ჩემი მეგობრების გამოც, პორტუგალიელების გამოც და იმ ხალხის გამოც, რომლებიც გვერდში მედგნენ თამაშისას. მე მუდამ ბოლომდე ვიხარჯები იმისთვის, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო და ასე იქნება მუდამ.

ფიქრობთ, რომ კარგი სამუშაო გასწიეთ?

რა თქმა უნდა. მე მიხარია , რომ საგზური მოვიპოვეთ. ვიცოდით, რომ ორი ურთულესი შეხვედრა გველოდა, მაგრამ ჩემი აზრით, ორივე თამაშში უკეთესად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავედით.

როგორ შეფასებდით თქვენს გამოსვლას?

საიკეთესო იყო, როგორც პირადი ასევე პროფესიონალური კუთხით. სამი გოლი გავიტანე, პაულეტას გავუთანაბრდი და ნაკრები მსოფლიოზე ითამაშებს, ეს ყველაფერი მე ძალიან მახარებს.

კარიერის პიკში ხართ?

მე სეზონიდან სეზონამდე ვვითარდები. მუდამ ვემზადები იმისთვის, რომ საუკეთესოდ ვითამაშო და ბოლომდე დავიხარჯო. შეიძლება გოლების რაოდენობის მხრივ , მე კარიერის საუკეთესო წლები მიდგას. შეიძება ეს ჩემი საუკეთესო სეზონი იყოს, მაგრამ მე მუდამ წინსვლაზე ვფიქრობ.

იბრაგიმოვიჩმა თქვენ ტაში დაგიკრათ. რას იტყვით ამაზე?

ეს მე უფრო მახარებს. ზლატანი დიდებული ფეხბურთელია და როცა შენი გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების პატივისცემა გაქვს, ეს ძალიან კარგია.

რას იტყვით თქვენი და ზლატანის დუელზე?

ამ ეტაპზე მე მოვიგე.

რას ფიქრობდით, როცა მესამე გოლი გაიტანეთ?

როცა მესამე გოლი გავიტანე, მაშინ ვიცოდი, რომ გასულები ვიყავით და მსოფლიოზე ვითამაშებდით. ეს ბრწყინვალე მომენტი იყო. მე დავინახე თუ როგორ მორბოდა ყველა ჩემი თანაგუნდელი. ეს უნიკალური მომენტი იყო.

შვედეთის მიერ მეორე გოლის გატანის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა...

დიახ, ცუდი დრო გვქონდა, როცა 2:1 ანგარიშით ვაგებდით. ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ როცა ორი გოლის გატანის შანსი მოგვეცა, გავიტნეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა. მთელი გუნდი კარგად გამოიყურებოდა და მე ვიმეორებ, ჩემი აზრით ვიმსახურებდით ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას.

ეხლა რას აპირებთ?

ეროვნულში საკმაოდ დაძაბული დღეები მქონდა და ეხლა უკვე დროა "მადრიდის რეალზე" გადავერთო და დავეხმარო ჩემს თანაგუნდელებს.

პლეიოფში ორი ბრწყინვალე გამოსვლის გამო ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი ხართ?

ოქროს ბურთზე საუბარი არ მინდა და არ ვაპირებ არასდროს. მე მხოლოდ საკუთარი სამუშოს ბოლომდე შესრულებისთვის ვმუშაობ, როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე "მადრიდის რეალში".

  • shvela
  • 21 ნოემბერი 2013
  • 3 186
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)