შიდა ომი «Ultras Sur»-ში
რა ხდება «Ultras Sur»-ში? არის თუ არა ეს შიდა ომი და რატომ არ არის "ბერნაბეუს" ულტრასების ფლიგელი ბოლომდე სავსე?
"მადრიდის რეალსა" და "რეალ სოსეიდადს" შორის გამართულმა შეხვედრამ ყურადღება მიიპყრო სტადიონის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე კარების უკან არსებულმა ბევრმა ცარიელმა ადგილმ, სადაც ადვილად შეიმჩნეოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანატური მოძრაობის «Ultras Sur»-ის (შემდგომში "ულტრას სური") წევრების ნაკლებობა.
ჩრდილოელი ულტრასების არყოფნას არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე არსებულ ატმოსფეროზე: ტრადიციული ყველაზე აქტიური მხარდაჭერა, რომელიც დამახასიათებელია ჩრდილოეთ კარების უკან მდებარე ფლიგელისთვის, ნაწილობდრივად კაცნაკლული იყო. ბევრს ძალიან გაუკვირდა, როცა პრაქტიკულად ვერ მოისმინეს ცნობილი სკანდირება: «Illa, illa, illa, Juanito maravilla!» და როცა ნახეს თითქმის ცარიელი სექტორი.
ამ დღეებში დაჯგუფება "ულტრას სური", რომელიც 800 ადამიანს ითვლის, "შიდა ომებმა" და შიდა დაპირისპირებებმა მოიცვა, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს "ბერნაბეუს" ფანატიკოსთა დაჯგუფების მომავალზე.
9 ნოემბერს ("რეალ სოსეიდადთან" მატჩის დღეს), 15:30 სთ-ზე ბარ «Drakkar»-ში ("უტრას სურის" ბარი) მოხდა დაპირისპირება დაჯგუფების წევრებს შორის, რომლის შედეგადაც დაჯგუფების წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ბოიკოტი გამოეცხადებინათ ბასკების კლუბის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის დასწრებისთვის. შიდადაპისირპირების შედეგად დაჯგუფება ორ ბანაკადაა გაყოფილი: ერთ მხარეს არიან ვეტერანები და დაჯგუფების დიდი ხნის წევრებ, ხოლო მეორე მხარეს კი ახალგაზრდები, რომლებსაც თავიანთი ლიდერი და იდეოლოგია აქვთ.
თავისი ოფიციალური პოზიცია დაჯგუფებამ გამოაქყვენა 13 ნოემბერს თავისი Facebook-ის გვერდზე. ამონარიდი განცხადებიდან:
"ეს ხალხი უკვე ორი წლის მანძილზე ახდენენ ჯგუფის შიგნით დაძაბულობის პროვოცირებას, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელობენ ეკონომიკური ინტერესებით. ამის გამო ისინი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მზად არიან ძალადობისთვის, ხალხის ცემისთვის და ყველა იმათთვის გზის გადაჭრისთვის, ვინც არ იზიარებს და ვინც არ უდგას გვერდში მათ მოსაზრებებს."
ორგანიზაციის შიგნით უკვე ლაპარაკობენ თაობათა ცვლისა და მხარეებს შორის აშკარა შეუთანხმებლობის შესახებ, რომელიც იგრძნობა ბოლო წლების მანძილზე. ვეტერანები ამ მომენტისთის ისწრაფვიან იქითკენ, რომ შეინარჩუნონ ეხლანდელი პოზიცია და ორიენტირებულნი იყვნენ არაძალადობრივ პოლიტიკაზე, მაშინ როცა დაჯგუფების ახალგაზრდა წევრები ითხოვენ უფრო მეტ ზემოქმედებას დაჯგუფების წევრებზე, მათ შორის განახორციელონ კონტროლი "ულტრას სურის" ანგარიშებზე.
თავიანთ განცხადებაში, დაჯგუფების დიდი ხნის წევრები მიუთითებენ იმაზე, რომ ახალგაზრდების ერთ-ერთი ლიდერი არის "ატლეტიკოს" გულშემატკივარი და ის "მეზღვაურების" გულშემატკივართა დაჯგუფებასთან «Frente Atletico»-სთან არის დაკავშირებული: "ადამიანი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს, როგორც რობინ ჰუდს "ულტრას სურში" და სურს, რომ ფინანსები დაჯგუფების წევრებს შორის განაწილდეს, სინამდვილეში "ატლეტიკოს" გულშემატკივარი და «Frente Atletico»-ს ყოფილი წევრია. მას და მის თანამზრახველებს არანაირი პრობლემა არ აქვთ «Frentе»-ს წევრებთან ურთიერთობაში."
განცხადებაში "ულტრას სური" ასევე მიუთითებს, რომ "მადრიდის რეალი" წინააღმდეგია ახალი დაჯგუფების შექმნისა და რომ მზადაა გამოიყენოს პოლიციის ძალები მოახდინოს იმ ძალების აბონიმენტთა დეზაქტივაცია, რომლებიც კონფლიქტში იქნებიან ჩართულნი. "ულტრას სურის" ვეტერანები ხსნიან, რომ ორგანიზაციის შიგნით არსებულ ახალ ფრაქციას არანაირი კავშირი არ აქვს ფეხბურთთან და უფრო მეტიც, ძალიან მჭირდოდაა დაკავშირებული «Frente Atletico»-სთან.
დაჯგუფების დიდი ხნის წევრებს დიდი ხანია შეთანხმებული აქვთ ქცევის ნორმები, რომლებიც მათ კლუბმა წარუდგინა, განსაკურებით კი პოლიციისთვის სრული ჩხრეკის ნების დართვა სტადიონთან ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით. ამჟამინდელი დამოკიდებულება "ულტრას სურსა" და კლუბს შორის ნამდვილად რომ მშიდობიანია. ამის კარგი მაგალითია "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჟოზე მოურინიოს ბოილო მატჩი (1 ივნისი "მადრიდის რეალი" - "ოსასუნა"): მაშინ თამაშის დასრულების შემდეგ "ულტრას სურის" რამოდენიმე წარმომადგენელს, კლუბის დაცვის ბიჭების თანხლებით, დართეს ნება გასულიყვნენ მოედანზე, რომ შეხვედროდნენ პორტუგალიელ მწვრთნელს და გადაეცათ მისთვის სამახსოვრო ვერცხლის ფირფიტა მადლობისა და პატივისცემის ნიშნად.
თავის ოფიციალურ განცხადებაში "ულტრას სური" ასევე მიუთითებდა, რომ წინა სეზონის მანძილზე არ გამოდიოდნენ იკერ კასილასის წინააღმდეგ და უარყვეს თავიანთი მონაწილეობა კლუბის კაპიტანის წინააღმდეგ გამოხატულ ობსტრუქციაში.
მიმდინარე სეზონში დაჯგუფების მიერ გამოშვებულ იქნა რამოდენიმე ატრიბუტიკა შემდეგი დევიზით «Stop represion». აქცია მიმართული იყო ჯარიმების გადახდისთვის ფინანსების შეგროვებისკენ. როგორც "ულტრას სურში" აღნიშნავენ, ძალიან ბევრი სანქცია და ჯარიმა დაეკისრა დაჯგუფებას არასწორი და ტყუილი მოხსენებების შედეგად. ამის მაგალითად ჯგუფს მოყავს ბრალდება რამოდენიმე ჟურნალისტის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია სპონტანურ წამოძახილებზე სტადიონის სხვადასხვა სექტორიდან და ასევე რამოდენიმე სიმღერის არასწორ ინტეპრეტირებაზე, მაგალითად: «tenemos que matar» ("ჩვენ უნდა მოვკლათ"), როცა ეს ნაწილის სიმღერისა გულისხმობს სულ სხვა მოწოდებას გუნიდსთვის: «tenemos que ganar» ("ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ")
"ულტრას სურის" მონაწილეობით ბოლო ინციდენტებში ასევე ფიგურირებს სანქციები დაჯგუფების ოთხს წევრზე: "ატლეტიკოსთან" მადრიდული დერბის დროს ნაცისტური სიმბოლიკის დემონსტრირებისთვის დიდი ფულადი ჯარიმა და სპორტულ ღონისძიებებზე 6 თვის მანძილზე დაწრების აკრძალვა.
- 21 ნოემბერი 2013
- 4 235
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.