ესპანეთის ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა
ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრებმა მორიგი მატჩი მოიგო. ამჯერად "ფურია როხას" მსხვერპლი ავსტრიის ნაკრები გახდა.
ესპანეთის ნაკრები ისევ დაუმარცხებელია. ვისენტე დეო ბოსკეს შეგირდებმა დღეს ავსტრიაში სტადიონ "ერნსტ ჰაპელზე" ავსტრიის ნაკრები გაანადგურეს ანგარიშით 1:5. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სტადიონზე გახდა ესპანეთის ნაკრები ევროპის 2008 წლის ჩემპიონი.
თავიდან მატჩი მეტად მოულოდნელად დაიწყო. ავსტრიელებმა უკვე მერვე წუთზე გახსნეს ანგარიში. თავი იანჩტერმა გამოიჩინა. ზუსტად ორ წუთში კი სესკ ფაბრეგასმა ანგარიშიც გათანაბრება მოახერხა. გაშვებულმა გოლმა ცუდად იმოქმედა ავსტრიელ ფეხბურთელებზე და ზუსტად ათ წუთში დავიდ ვილიამ დააწინაურა გუნდი. პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა ვილიამ მეორე გოლიც გაიტანა მეტოქე გუნდის კარში და ნათელი გახადა მატჩის შედეგი.
მეორე ტაიმი განახლდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან თერთმეტ წუთში თავი ჯერ გუისამ, ხოლო ერთ წუთში პაბლო ერნანდესმა გამოიჩინეს. საბოლოოდ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებიდან იკერ კასილასმა პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო სერხიო რამოსმა, ალვარო არბელოამ და რაულ ალბიოლმა შეხვედრა ბოლომდე ჩაატარეს.
19 ნოემბერი, სტადიონი "ერნსტ ჰაპელი"
ამხანაგური შეხვედრა
ავსტრია–ესპანეთი 1:5 (1:3)
გოლები: 1:0 – იატჩერი (8), 1:1 – ფაბრეგასი (10), 1:2 – ვილია (20), 1:3 – ვილია (45), 1:4 – გუისა (56), 1:5 – პაბლო ერნანდესი (57)
ავსტრია: გრატცეი, გარიქსი, დრაგოვიჩი, შარნერი, ფუჰსი, ჰოლზლი (პატოჩკა, 47), ლეიტგები (ბაუმრატლინერი, 36), უოლნერი (ალაბა, 67), იანჩერი (კავლაკი, 59), ჯანკო (ჰოფერი, 63)
ესპანეთი: კასილასი (რეინა, 46), სერხიო რამოსი, ალბიოლი, მარჩენა, არბელოა, ხავი (ნეგრედო, 46), ბუსკეტსი (ირაოლა, 59), ფაბრეგასი, სილვა (პაბლო ერნანდესი, 56), ინიესტა (ხესუს ნავასი, 46), ვილია (გუიზა, 55)
არბიტრი: ფლორიან მაიერი
- 19 ნოემბერი 2009
- 2 794
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.