ყოველ თამაშში ჰეთრიკი?

რონალდუს წელს ჩასატარებელი დარჩა 8 შეხვედრა. სწორედ ყოველ თამაშში მინიმუმ ჰეთრიკი ჭირდება პორტუგალიელს იმისთვის, რომ არგენტინელის მიღწევა გაიმეოროს.

ეს ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. კრიშტიანო რონალდუს მიმდინარე წელს 55 შეხვედრაში გატანილი 66 გოლი დაუგროვდა. მას 25 გოლი აშორებს არგენტინელი ფეხბურთელის ლიონელ მესის მიღწევის განმეორებამდე. შეგახსენებთ, რომ მესიმ 2012 წელს 69 თამაშში 91 გოლის გატანა შეძლო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რონალდუ შეძლებს 91 გოლის გატანას, მაშინ ის მას მოახერხებს არა 69 თამაშში , არამედ წლის ბოლოსთვის მას ჩატარებული ექნება 63 თამაში (6-ით ნაკლები, ვიდრე მესის). აქედან გამომდიანრე, რონალდუს ნოემბერში და დეკემბერში დარჩენილ რვა შეხვედრაში ყოველ თამაშში მინიმუმ ჰეთრიკი ჭირდება მიღწევის გამეორებისთვის.

2013 წელს მისი 66 გოლი შემდეგნაირად ნაწილდება: 36 ლა ლიგაში, 14 ჩემპიონთა ლიგაში, 6 თასზე და 10 პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად.

თუ გავითვალისწინებთ პორტუგალიელი ფეხბურთელის მიერ აღებულ სტარტს, მიმდინარე წლის ბოლოსთვის არაფერი არ არის გამორიცხული.

  • shvela
  • 20 ნოემბერი 2013
  • 5 269
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)