ისკო: „კრიშტიანუ ძალიან მეხმარება“

სამეფო კლუბის ახალაგზრდა ფეხბურთელმა ისკომ, „უეფას“ ოფიციალურ ჟურნალს ინტერვიუ მისცა.

- პირველი შთაბეჭდილებები მადრიდში...
- ვფიქრობ, „რეალში“ ნაყოფიერი დებიუტი მქონდე.სეზონის სტარტზე რამდენიმე გოლი გავიტანე და ასისტებიც გავაკეთე.იმედია, მომავალშიც სასარგებლო ვიქნები გუნდისთვის.

- ყველაზე დიდი გამოწვევა...
- ისეთ დიად კლუბში გადასვლა, როგორიც „ბლანკოსია,“ თავისთავად დიდ გამოწვევას ნიშნავს.მინდა, რომ დავეხმარო გუნდს ტიტულების მოგებაში.

- გუნდის შემადგენლობა...
- ისტორიულად, „რეალი“ ყველაზე პრესტიჟული კლუბია.თამაშის წინ, მოწინააღმდეგეებს გარკვეული შიშის გრძნობა აქვთ.ჩვენი შემადგენლობა საუკეთესოა, რამეთუ მასში ირიცხებიან: რონალდუ, რამოსი, ბეილი, ალონსო და ა.შ.

- ლა დესიმა...
- მეათე თასი გუნდისთვის გამოწვევაა.ყველანი მოტივირებულნი ვართ, მაგრამ ეიფორია საჭირო არ არის, რამეთუ შეიძლება გადაჭარბებულმა მოლოდინებმა ცუდი შედეგი მოგვიტანოს.იმედია, ფინალში ვითამაშებთ.

- კრიშტიანუ რონალდუ...
- შესანიშნავია ისეთი ფეხბურთელის გვერდით ყოფნა, როგორიც რონალდუა.ვარჯიშების დროს, პორტუგალიელი ძალიან მეხმარება.ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.

- ზიდანი...
- ყველამ იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ზიზუ „რეალისათვის.“ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და ბევრ ახალ რამეს გვასწავლის.

realmadrid.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (70)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)