ესპანური პრესა:"მზადაა რაული დატოვოს ფეხბურთი"?

გთავაზობთ ანალიზს, მზადაა თუ არა რაული გამოეთხოვოს ფეხბურთს.

საკლუბო ფეხბურთი ისვენებს. ეს გამოწვეულია სანაკრებო შეხვედრებით. პრესის ფურცლები შემდეგი სათაურებით გამოდიოდა: "ხერარდ პიკე ფაბრეგასს "ბარსელონაში" დაბრუნებას ურჩევს"; კრისტიანო რონალდომ ტრავმა მოიშუშა; სად ითამაშებს ხაბი ალონსო უფრო კარგად ნაკრებში თუ კლუბში (ეს სიტყვები იოჰან კრუიფს ეკუთვნის, რომელიც თვლის, რომ ალონსოს კარგი თამაში "ბარსელონას" ფეხბურთელების დამსახურებაა).

მაგრამ ერთი სათაური პრესის ფურცლებზე, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია არის რაულის ირგვლივ სიტუაცია. კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება.

თავისებური ჩავარდნა რაულს დაეწყო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ "ელ კაპიტანომ" საბოლოოდ დაკარგა ადგილი ნაკრებში. მისი ადგილი კი უფრო ახალგაზრდებმა ფერნანდო ტორესმა და დავიდ ვილიამ დაიკავეს. რაულის ნაკრებში არგამოძახების ერთ–ერთი მიზეზი იმჟამინდელი მწვრთნელი ლუის არაგონესია.

ესპანური პრესა:"მზადაა რაული დატოვოს ფეხბურთი"?


ეს იყო რაულის ერა


ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ რაულმა მთელი აქცენტი კლუბში თამაშზე გადაიტანა, მაგრამ მას მაინც ჰქონდა იმის იმედი, რომ ნაკრებს ევრო–2008–ზე გაჰყვებოდა. სამწუხაროდ ლუის არაგონესი ვერ დააკმაყოფილა "ელ კაპიტანოს" სათამაშო ფორმამ.

ლეგენდის გარეშე ესპანელებმა უფრო კარგად ითამაშეს და მოიგეს ევროპის ჩემპიონატი პირველად 44 წლის შემდეგ. სამი წლის განმავლობაში ესპანელ ფორვარდს ისედაც არ იძახებდნენ ნაკრებში. რაულის დრო ნელ–ნელა მთავრდება. მიუხედავად ამისა, ის მაინც ამყარებს რეკორდებს. რაული მადრიდის "რეალის" საუკეთესო ბომბარდირია. გასულ სეზონში მან ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს გადაუსწრო.

მაგრამ არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ რაულს "რეალის" გასახდელში ისევ დიდი ავტორიტეტი აქვს და გუნდის ერთ–ერთი ლიდერიცაა, მაგრამ ისამ ფუნქციებს ნელ–ნელა კარგავს. როგორც ევროპულ არენაზე, ისე ქვეყნის ჩემპიონატში გამოჩნდა, რომ "ელ კაპიტანო" თანაგუნდელებს მხოლოდ მორალურად ეხმარება. ასევე ტალანტებთან ერთად ბრძოლობს.

რაული ფლობს შესანიშნავი თავდამსხმელის რეპუტაციას და მას თვლიან მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო ფორავრდად, მაგრამ მისი დრო დასასრულისკენ მიემართება.

ესპანური პრესა:"მზადაა რაული დატოვოს ფეხბურთი"?


რაული ძლიერი ხდება


"მადრიდელი ანგელოზი გამოუცნობად თამაშობს. ზოგიერთ მატჩებში ის ორი თითით ზურგზე მიუთითებს თავის სახელს. ვფიქრობ, არავის დაავიწყდება მისი გვარი. ის ხომ მხოლოდ ოთხი ასოსგან შედგება.

მაგრამ ზოგ მატჩებში ის ინერტულია. უბრალოდ ბევრს დარბის შეტევაში. ზოგ შემთხვევებში კი მონაწილეობს გუნდის სწრაფ შეტევებში. ის არ ჩამორჩება მასზე უფრო სწრაფ კაკას, მარსელოს, ბენზემას ან იგუაინს.

ესპანური პრესა:"მზადაა რაული დატოვოს ფეხბურთი"?


მზადაა რაული ესტაფეტა სხვას დაუთმოს?


მისი აზრით, ის მზადაა დაასრულოს კარიერა მადრიდში. რაული – კლუბის ლეგენდაა. ის მადრიდული კლუბის ისტორიაშია, როგორც მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდისა.

"ელ კაპიტანოს" საუკეთესო წლებმა უკვე ჩაიარა. მან თავისი გამოცდილება უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებს უნდა გაუზიაროს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ამიტომ რაულის როლი კლუბში ისევ მაღალია.


ინფორმაციის წყარო: Goal.com

  • faqo
  • 19 ნოემბერი 2009
  • 2 374
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)