„რეალი“ 47 მლნ. იხდის სუარესში
„მარკაში“ ვარაუდობენ, რომ საშობაო არდადეგებზე, ფლორენტინო პერესი ხმაურიან საჩუქარს გაუკეთებს გუნდს.
ურუგვაელი გოლეადორი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 6 მატჩი 8 გოლი გაიტანა, მადრიდელთა რადარიდან არ ქრება, პირიქით, მისდამი ინტერესი, დღითი-დღე ღვივდება.როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სუარესი ახლოს იყო „რეალში“ გადმოსვლასთან, თუმცა ბეილის საგამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
ესპანეთში წერენ, რომ ფეხბურთელის აგენტ პერე გვარდიოლასა და სამეფო კლუბის წარმომადგენელს შორის, გარკვეული ირიბი შეთანხმებაც კი არსებობს.იმისათვის, რომ სუა „გაათეთრონ,“ საჭიროა „მერსესაიდელების“ ბიუჯეტში 47 მილიონი ევროს ჩარიცხვა.სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ შეელევიან თავდასხმელს ლივერპულში.
აღსანიშნავია, რომ სუარესის დიდი ქომაგი გახლავთ კარლო ანჩელოტი.იტალიელის სურვილსა და ოცნებას წარმოადგენს, შემადგენლობაში 2 მსოფლიო დონის ფორვარდის ყოლა.
- 20 ნოემბერი 2013
- 2 201
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.