გულშემატკივრებმა ისკო აირჩიეს

მას შემდეგ, რაც სამი ხედირამ სერიოზული დაზიენბა მიიღო, კარლო ანჩელოტის წინაშე, ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. კერძოდ: ვინ უნდა ჩაანაცვლოს ტრავმირებული გერმანელი, როგორ უნდა შეიცვალოს ტაქტიკა და უნდა შეიძინოს თუ არა გუნდმა ხედირას შემცვლელი.

Marca.com-მა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ზ/აღნიშნული პრობლემები ფიგურირებდა.

გულშემატკივრების უმრავლესობას (82%) მიაჩნია, რომ სამი ხედირას შემცვლელად ახალი ფეხბურთელის შეძენა საჭირო არ არის, რადგან ამან შეიძლება ახალი პრობლემები გამოიწვიოს: ახალბედა ფეხბურთელის ადაპტაცია, ფიზიკური ფორმა, ფსიქოლოგიური მზადყოფნა და ა.შ.

ჩატარდა კიდევ ერთი გამოკითხვა, თუ რომელმა მადრიდელმა მოქმედმა ფეხბურთელმა უნდა ჩაანაცვლოს სამი ხედირა. ამ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა (52%) ესპანელმა ნახევარმცველმა, ისკო ალარკონმა მიიღო.

ისკოს შემადგენლობაში ჩართვამ, შეიძლება ტაქტიკის შეცვლა გამოიწვიოს. ტაქტიკა (4-3-3) შეიძლება შეიცვალოს სქემად (4-2-3-1), სადაც ისკო ცენტრში ითამაშებს, რონალდუ და ბეილი ფლანგებზე, ხოლო ცენტრალური თავდამსხმელი კარიმ ბენზემა იქნება.

გასაკვირი ის არის, რომ გამოკითხვაში მეორე ადგილი ბრაზილიელ კაზემიროს ერგო, რომელმაც სრულიად დაკარგა "თეთრების" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ნდობა, ბრწყინვალდე ჩატარებული პრესსეზონის მიუხედავად. კაზემირომ ხმების 28% მიიღო. ბრაზილელის შემდეგ კი, მესამე ადგილი ასიერ ილიარამენდიმ დაიკავა, რომელმაც ხმების 16% მიიღო.

ფანებმა არჩევანი უკვე გააკეთეს, მაგრამ რა არჩევანს გააკეთებს ანჩელოტი, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

წყარო

  • Ricky.
  • 19 ნოემბერი 2013
  • 2 630
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)