მარსელო: „„რეალში“ თავს ბედნიერად ვგრძნობ“

„რეალის“ ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ, რომელიც ამჟამად ლაზარეთში იმყოფება, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა.

აღდგენითი პროცესი: „გამუდმებით გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობ.მინდა, რომ რაც შეიძლება მალე ჩავდგე მწყობრში და დავეხმარო გუნდს.“

„რეალის“ მესამე კაპიტანი: „როდესაც სამეფო კლუბში გადმოვბარგდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ასეთი პატივი მერგებოდა.ბუნებრივია, შემადგენლობის კაპიტნობა ძალიან მახარებს, თუმცა ვიცი, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რამეთუ ბევრი ბავშვი გვიყურებს და ისინი მაგალითს იღებენ ჩვენგან..“

„რეალის“ თამაში: „ახალი სეზონის დაწყებისთანავე, ვცდილობთ, ყველა ფრონტზე ბრძოლასა და მაქსიმუმის გაკეთებას.სანაკრებო ბატალიებამდე შესანიშნავ ფეხბურთს ვაჩვენებდით და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება.“

მადრიდისტები მუნდიალზე: „„ბლანკოსი“ ბრწყინვალე კონდიციებშია და ვიმედოვნებ, ეს დაეხმარება ბიჭებს მუნდიალის საგზურის მოპოვებაში.“

მადრიდული კარიერა: „სამეფო კლუბთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს.აქ რომ მოვედი, 18 წლის ვიყავი.კარგად მახსოვს, თუ როგორ თბილად მიმიღეს და მაშინვე, კლუბის სრულფასოვან წევრად ვიგრძენი თავი.მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დახმარება გამიწია.ბედნიეირ ვარ მადრიდში ყოფნით და იმედია, კიდევ მრავალი წელი მოვირგებ ამ „რეალის“ მაისურს.“

realmadrid.ru

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)