ალონსო მოლაპარაკებებისთვის მზადაა
როგორც იცით, სამეფო კლუბთან მომქმედი კონტრაქტი, ბასკ ფეხბურთელს, 2014 წლის 30 ივნისს ეწურება.
ჯერჯერობით, ოფიციალური მადრიდი ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას არ ჩქარობს ალონსოსთვის, თუმცა ესპანური მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩაბი მზადაა კონტრაქტის გახანგრძლივებისათვის და ამასთანავე, მოთამაშეს თავისი პირობებიც გააჩნია.
„ლივერპულის“ ყოფილი საყრდენის სურვილია, რომ „ბლანკოსს“ კიდევ 2 წლით დაუკავშიროს მომავალი და კონტრაქტში ჩატარებული თამაშების რაოდენობაზე არაფერი იყოს ნახსენები, ხოლო თუ ფეხბურთელს გაუთავებელი ტრავმები შეაწუხებს, თავად ჰქონდეს ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის უფლება.
ასევე, მოლაპარაკებების პროცესში, ჩაბი მოითხოვს ჰონორარის გაზრდას ნახევარი მილიონით.ანუ მადრიდელები ვალდებულნი იქნებიან, წელიწადში 4.5 მლნ. ნაცვლად, 5 მლნ. გადაურიცხოც ფეხბურთელს.
merengues.ru
- 19 ნოემბერი 2013
- 1 514
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.