კარლო: „ვიმედოვნებ, „ოქროს ბურთს“ რონალდუს გადასცემენ“
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, მილანის რადიოსადგურ Deejay-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
კრიშტიანუ რონალდუ: „იმსახურებს თუ არა პორტუგალიელი „ოქროს ბურთს?“ რა თქმა უნდა.ის მწვანე მინდორზე საოცრებებს ახდენს.ვიმედოვნებ, რომ აღნიშნულ ჯილდოს სწორედ მას გადასცემენ.“
„კრიშტიანი დიდი პროფესიონალი და სოლიდური ფეხბურთელია.ის ნებისმიერ წვრილმანსაც ყურადღებას აქცევს.ხაზგასასმელია მისი ფიზიკური კონდიციებიც.ვფიქრობ, დანარჩენმა მოთამაშეებმა მაგალითი უნდა აიღონ მისგან.“
რაფაელ ვარანი: „მიუხედავად „იუვესთან“ დაშვებული შეცდომებისა, რაფა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველია.არ დაგვავივწყდეს, რომ ფეხბურთელ 4-5 თვე გაუცდა და ამხელა პაუზის შემდეგ დაბრუნება რთულია.ვგონებ, მისგან დიდებული მცველი დადგება.“
მოურინიოს მადრიდი: „გუნდში იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ახლა, ერთიან მადრიდს ვხედავ.ბუნებრივია, წარსულზე არ ვისაუბრებ.ჩვენ მხოლოდ წინ ვუყურებით.“
ანდრეა პირლო: „ის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად რჩება, მაგრამ რასაკვირველია, მისი ხილვა სამეფო კლუბში შეუძლებელია.“
მომავალი: „დიდი იმედი მაქვს, „რეალში“ კიდევ მრავალი სეზონი დავრჩები, თუმცა ეს ფეხბურთია, სადაც სწრაფად იცვლება ყველაფერი.“
მსოფლიო ჩემპიონატი: „ვფიქრობ, მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, ბრაზილია ფავორიტია.ასევე, არაფერს დათმობენ გერმანია და ესპანეთი.ვიმედოვნებ, იტალიაც იტყვის თავის სათქმელს.“
realmadrid.ru
- 19 ნოემბერი 2013
- 1 616
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.