არაგონესი:"ვიცოდი, რომ ევრო 2008 ჩვენი იქნებოდა"
დღეს ესპანეთის ეროვნული ნაკრები ავსტრიაში გამართავს თავის ამხანაგურ შეხვედრას, მატჩი ვენაში ჩატარდება... ამ ქალაქთან ყველა ესპანელს კარგი მოგონება აკავშირებს, მათ შორის განსაკუთრებული კი ლუის არაგონესს.
არაგონესი იყო ერთ–ერთი ყველაზე დიდი შემოქმედი იმ ტრიუმფისა, რასაც ფურია როხამ მიაღწია. სწორედ ეს შესანიშნავი მწვრთნელი გახლდათ ესპანელების თავკაცი ევრო 2008_ზე. ვენის არენაზე მოიპოვა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა გერმანიის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე დიდი მოგონებები აკავშირებს არაგონესს ავსტრიასთან.
"მე ვიყავი თავკაცი იმ ფეხბურთელებისა, რომელთაც მოიპოვეს ევროპის ჩემპიონობა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ტიტული სწორედ ჩვენ დაგვრჩებოდა... მე ეს ჩვენს გულშემატკივარს დავპირდი, სიტყვის და ოცნების ასრულება კი ყველაზე დიდი ბედნიერებაა ამ ქვეყანაზე."
"მართლაც შესანიშნავი დრო იყო... ყველა ბედნიერი და გახარებული დავდიოდით. მთავარი ის იყო, რომ ფანებიდან უდიდესი სიყვარული მოდიოდა ჩვენს მიმართ, ეს ყველაფერი ხომ მათთვის იყო მიძღვნილი. საერთოდ ფეხბურთის სტიმული დიდი გულშემატკივრობაა. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სასიხარულო მოენტი ყოფილა, მაგრამ ეს ყველაზე დიდი და საბედნიერო ტრიუმფი გახლდათ."
არაგონესი ამ ტრიუმფის შემდგომ მოხსნეს პოსტიდან და მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი ლეგენდა ვისენტე დელ ბოსკე დანიშნეს. ახლა კი თვითონ ლუის არაგონესი აპირებს გახდეს სამეფო კლუბის თავკაცი.
"ძალიან სასიამოვნო იყო ესპნაეთის ნაკრებში მუშაობა, მაგრამ ალბათ ორმაგად სასიამოვნო იქნება მადრიდის "რეალში" მწვრთნელობა...."
ავტორი: Kevlisha
- 18 ნოემბერი 2009
- 1 735
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.