მატუიდიმ „რეალში“ გადასვლა უარყო
"პსჟს" ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ბედნიერია მის მიმდინარე კლუბში და გუნდიდან წასვლას არ ჩქარობს.
"მე პარიზში თავს ბედნიერად ვგრძნობ და ჩემი სურვილია აქ დიდი ხნით დარჩენა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, მე არ ვიცი სად ვითამაშებ ამ ზამთარს ან მომავალი წლის ზაფხულში, მაგრამ მე ნამდვილად მინდა "პსჟ"-ში დარჩენა", - განაცხადა ფრანგმა ფრანგულ გაზეთთან, L'Equipe-სთან ინტერვიუში, სადაც მან სევე აღიარა, რომ არ იცის გაგრძელდება თუ არა მისი კონტრაქტი "პსჟსთან" და მიაჩნია, რომ მადრიდის "რეალი" არის საოცნებო გუნდი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის.
გარდა ამისა, მატუიდის კონტრაქტი "პარის სენ-ჟერმენთან" უკვე 2014 წლის 30 ივნისს ეწურება. პარიზელები ამჟამად ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ, ახალი კონტრაქტის თაობაზე. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა, საფრანგეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ხედირას ტრავმის შემდეგ, მადრიდის "რეალს" მის შემცვლელად ბევრი კანდიდატურა ჰყავს. ესენი არიან: მოტა, მატიჩი და მატუიდი.
წყარო
- 18 ნოემბერი 2013
- 1 288
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.