რონალდო ბლატერთან შეხვედრას არ აპირებს
მოგეხსენებათ, FIFA-ს პრეზიდენტს კრიშტიანოსთან საუბარი სურდა, თუმცა როგორც ჩანს, პორტუგალიელი არ აპირებს ჟოზეფთან შეხვედრას.
რონალდომ არც ბლატერის ბოდიში მიიღო და არც მასთან შეხვედრას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს FIFA-ს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ რონალდოსადმი უარყოფითად არის განწყობილი, მესი კი კარგი ბიჭია და ამიტომაც უნდა მოიგოს ოქროს ბურთი.
ამ ფაქტის შემდეგ ჟოზეფმა არაერთხელ მოიხადა ბოდიში, თუმცა რონალდოს გული მაინც ვერ მოიგო. როგორც ცნობილია კრისი არ აპირებს 13 იანვარს ოქროს ბურთის ცერემონიალზე დასწრებას.
As.Com
- 18 ნოემბერი 2013
- 3 335
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.