ანჩელოტი: „პერესმა ოფისში 9 ლიგის თასი მაჩვენა და მითხრა, რომ ერთი აკლია“
ამონარიდი კარლო ანჩელოტის ავტობიოგრაფიიდან.
ხვალ კარლო ანჩელოტის წგინის პრეზენტაცია გაიმართება. ავტობიოგრაფიის სახელწოდებაა "Il mio albero di natale" ("ჩემი საშობაო ნაძვის ხე"). სათაური სათამაშო სქემად იშიფრება, 4-2-3-1 ფორმაცია. ითველბა, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან...
ურთიერთობა ფეხბურთელებთან
"ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი - ფეხბურთელის გარშემო კარგი გარემოს შექმენაა. ფეხბურთელი თავშეკავებით თამაშობს, რადგან გონია, რომ ჩვენ მას დავცინით."
"პსჟ" - "ბარსელონა". მარცხი კატალონიელებთან, გასულ სეზონში
"ეს იყო შესანიშნავი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში! ყოველ ჯერზე, როდესაც მე ამას ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში გასვლის ღირსი ვიყავით და "ბავარიას" ჩვენ უნდა შევხვედროდით. პირველ თამაშში შეცდომა ის იყო, რომ ჩვენ ფსიქოლოგიურად მატჩი დავთმეთ."
"ქამბექი" "ლივერპულთან", ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალში
"მეორე ტაიმში სრულიად განსხვავებული "ლივერპული" გამოვიდა, მაგრამ იმ მომენტში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს რეალურად არაფერი შეცვლილა. ფინანის ნაცვლად ჰამანი შემოვიდა და მათი გუნდი 4-4-2 ტაქტიკიდან 3-5-2 ტაქტიკაზე გადავიდა. ალბათ, ჩვენ დეტალურად გავიგეთ, თუ რა ცვლილებები მოხდა."
მადრიდის "რეალი" და ფლორენტინიო პერესი
"კლუბის პრეზიდენტი - ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანი. მან კლუბის მუზეუმში მიმიწვია და მითხრა, რომ "აქ ერთი აკლია". არასოდეს მინახავს 9 ჩემპიონთა ლიგის თასი ერთად. მან შემომხდა და გაიმეორა: "ლამაზია, ძალიან ლამაზი. მაგრამ ამ თასებს ერთი აკლია."
წყარო
- 17 ნოემბერი 2013
- 2 026
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.