ალბიოლი რეკორდის ზღვარზე
რაულ ალბიოლი სანაკრებო რეკორდის ზღვარზეა. თუ მან დღეს ითამაშა და ესპანეთის ნაკრებმა მოიგო, მაშინ ეს იქნება ესპანელების მიერ ზედიზედ მოგებული 21-ე მატჩი, რომელშიც კი ალბიოლს მონაწილეობა აქვს მიღებული, რაც ესპანური სანაკრებო ფეხბურთისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
აღნიშნული რეკორდი “რეალის” მეორე ფეხბურთელს, ხაბი ალონსოს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც ზედიზედ მოგებული 20 სანაკრებო მატჩია. რაულ ალბიოლის დებიუტი ეროვნულ გუნდში 2007 წლის 13 ოქტომბერს შედგა, დანიის ნაკრების წინააღმდეგ. სულ კი, “რეალის” მცველი ნაკრებში 35-ჯერ გამოიძახეს, აქედან 20 შემთხვევაში მან იასპარეზა.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 18 ნოემბერი 2009
- 2 009
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.