62 მილიონი ევრო სათადარიგო სკამზე
მადრიდელების ორმა დიდმა შენაძენმა, ისკომ და ილიარამენდიმ, დაკარგეს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
სეზონის გეგმები, რომელიც პრესსეზონზე განხორციელდა, იშვიათად ხორციელდება მიმდინარე სეზონში. კლუბის ოფისში ხელმძღვანელობა გუნდის ძირითადი შემადგენლობის იდეალურ ვარიანტს ამუშავებდა, გააკეთეს დიდი შენაძენებიც. თუმცა, ახალი მწვრთნელის მოსმვლის შემდეგ სიტუაცია ხშირად იცვლება. ამ ზაფხულს, მადრიდის "რეალმა" ორი პერსპექტიული ესპანელი ფეხბურთელი შეიძინა: 23 წლის ასიერ ილიარამენდი 32 მილიონ ევროდ და 21 წლის ისკო ალარკონი 30 მილიონ ევროდ.
ამ დროისთვის, არც-ერთი მათგანი არ არის მთავარი მწვრთნელის პირველი არჩევანი, თავიაანთ პოზიციებზე. ისკოს სიტუაცია ყველაზე გასაკვირია, თუ მის ბრწყინვალე პრესსეზონს გავითვალისწინებთ. მისი შესსანიშნავი თამაში, გოლები, პასები და საოცარი ტექნიკა. მოგვიანებით ისკომ რამოდენიმე თამაში სკამზე გაატარა, გუნდის 4-3-3 ტაქტიკაზე გადასვლის შემდეგ კი, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.
ილიარამენდიმ, თავის მხრივ, ტრავმის გამო პრესსზეონი გამოტოვა, მაგრამ საბოლოოდ მან თავისი თამაშის ჩვენება დაიწყო. თუმცა, ახლა მას ძლიერ კონკურენციას უწევს ახლი დაბრუნებული ჩაბი ალონსო. პრობლემა ისაა, რომ ანჩელოტი გუნდის 4-3-3 ტაქტიკაში ილიარამენდის ადგილს ვერ ხედავს და უპირატესოპას გამოცდილ ჩაბი ალონსოს ანიჭებს. როგორც ჩანს, ის მისი უკეთესი არჩევანია.
წყარო
- 16 ნოემბერი 2013
- 1 924
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.